ახალი ამბები

ხუთ ჩეჩენს ოთხი წლით თავისუფლების აღკევთა მიესაჯა

საოლქო სასამართლომ დღეს 2002 წელს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი ჩეჩენი მოქალაქის მიმართ ძალაში დატოვა მთაწმინდა-კრწანისის მიერ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ გამოტანილი განაჩენი.


ჩეჩენი მოქალაქეების ადვოკატი ლია მუხაშავრია საოლქო სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საოლქო სასამართლოს სარჩელს სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრებს.
 
ასლანბეგ ხანჩუკაევი, ახმედ მაგომედოვი, ხამზაკ ისაევი, აბდულახმედ ალიევი და გიორგი კუშტანაშვილი, დანარჩენ შვიდ ჩეჩენენთან ერთად ქართველმა მესაზღვრეებმა 2002 წლის აგვისტოსში საზღვრის გადმოკვეთისა და იარაღის უკანონოდ ტარების გამო დააკავეს.
 
მოგვიანებით ხუთ ჩეჩენ მოქალაქეს ახალი ბრალდება წაუყენეს, 2003 წლის გაზაფხულზე ციხეში მოწყობილ ამბოხში მონაწილეობა და გაქცევის მცდელობა.

მსგავსი/Related

Back to top button