ახალი ამბები

ბრიტანეთის ავიახაზები საქართველოში რეისებს განაახლებს

1 ნოემბრიდან ავიაკომპანია „ბრითიშ ეირვეისი“ თბილისსა და ლონდონს შორის, 18 თვიანი პაუზის შემდეგ, რეგულარულ რეისებს განაახლებს. რეისები განხორციელდება კვირაში ორჯერ – ორშაბათს და შაბათს.
 
„მოხარული ვართ საქართველოს და ბრიტანეთის შორის რეისების აღდგენით, რომელთაც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ განვახორციელებთ ბრითიშ ეირვეისის სახელით. საჰაერო მიმოსვლის აღდგენა  შესაძლებელი მხოლოდ ახალი ხელისუფლების და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით მოხდა“ – განაცხადა ბრითიშ მედითერაინ ეარვეისის აღმასრულებელმა დიროქტორმა დეს ჰეთერინგტონმა.
 
„ბრითიშ ეარვეისს“ რეგულარული რეისების განხორციელების უფლება 2003 წლის თებერვლის თვიდან საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერდა.
 
ყოფილი ხელისუფლება ბრითიშ ეირვეისიგან ბიუჯეტისადმი დავალიანების სახით 13 მლნ დოლარის გადახდას და ქართულ ავიაკომპანა „აირზენასთან“ კომერციული ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდა.

მსგავსი/Related

Back to top button