ახალი ამბები

ვახტანგ კაპანაძე გენშტაბის ახალ მეთაურად დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გენერალური შტაბის ახალ მეთაურად ვახტანგ კაპანაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე გენშტაბის პირველი მოადგილე იყო.


პრეზიდენტი გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის გივი იუკურიძის თანამდებობიდან განთავისუფლებას მის „ცუდ მუშაობას“ არ უკავშირებს და აცხადებს, რომ გენერელურ შტაბში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომლის მიზანი ამ სტრუქტურის ახალ, დასავლურ სტანტარტებზე გადასვლა წარმოადგენს.


თუმცა, პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გივი იუკურიძის თანამდებობიდან განთავისუფლება მისი „არადამაკმაყოფილებელი“ მუშოაბთ ახსნა.
 
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მთავრობის გასვლით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „გივი იუკურიძემ, რომელსაც რუსული სამხედრო სკოლა აქვს გავლილი ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ჩვენ გადავდივართ არსებითად ახალ სტრუქტურაზე, რომელიც ნატოს სტანდარტებზე იქნება მორგებულ.“


„ახალი გუნდი დაკომპლექტება, ისეთი პიროვნებებით, რომელებსაც აქვს დასავლური, კერძოდ კი ამერიკული სამხედრო განათლება“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებად მამუკა ნიკოლაიშვილი და დავით ნაირაშვილი დაინიშნებიან.
 
„სამივე [კაპანაძე, ნიკოლაიშვილი, ნაირაშვილი] არის დასავლეთში განათლებამიღებული პიროვნება, რომლებმაც სრულებით ახლებრულ რელსებზე უნდა გადაიყვანოს ჩვენი შეიარაღებული ძალები“ – დასძინა სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button