ახალი ამბები

ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი ოფიცრების ერთობლივი წვრთნები

ბაქოში სამეთაურო-საშტაბო წვრთები მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი და თურქი ოფიცრებც მონაწილეობენ. სწავლების ძირთადი მიზანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების მექანიზმების გამომუშავებაა.
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში გასულ კვირას დაძაბული  ვითარების გამო წვრთნებში მოანაწილეობას 16 ქართველი ოფიცრის ნაცვლად მხოლოდ 5 ოფიცერი იღებს.
 
წვრთნები უკვე 1998 წლიდან იმართება და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. გასულ წელს წვრთნები თურქეთში ჩატარდა, ხოლო მომავალ წელს ერთობლივი წვრთნები საქართველოში იგეგმება.

მსგავსი/Related

Back to top button