ახალი ამბები

იუკურიძე გენშტაბის მეთაურის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს

პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 25 აგვისტოს დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერეალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ გივი იუკურიძის თანამდებობიდან განთვაისუფლების შესახებ.


ზურაბ ჟვანიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გივი იუკურიძე ერთ-ერთ ქვეყანაში სამხედრო ატაშედ დაინიშნება. თუ რომელ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია.


ზურაბ ჟვანიას ასევე არ უთქვია თუ რა გახდა იუკურიძის განთავისუფლების მიზეზი, რომელიც გენშტაბის მეთაურად ამა წლის თებერვალში დაინიშნა. ჟვანიას განცხადებით ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე დღეს გააკეთებს განცხადებას.
 
შეიძლება ითქვას, რომ იუკურიძის განთავისუფლება მოულოდნელი იყო, რადგან ჯერ კიდევ აპრილში პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებდა: „სანამ პრეზიდენტი ვარ… გივი იუკურიძე თანამდებობაზე დარჩება.“

მსგავსი/Related

Back to top button