ახალი ამბები

ბათუმში მთავრობის გასვლითი სხდომა იმართება

ბათუმში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც ახალი საგანდასხადო კოდექსის, აჭარის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და პრივატიზების საკითხები განიხილება. მთავრობის სხდომაზე დასასწრებად ბათუმში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩავა.
 
მთავრობის მიერ ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვის შემდგომ პროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად მომავალ კვირას წარედგინება. ახალი საგადასახადო კოდექსი სოციალური გადასახადების 33%-დან 20%-მდე, ხოლო საშემოსავლო გადასახადების 18-დან-12-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

მსგავსი/Related

Back to top button