ახალი ამბები

რუსეთი უარყოფს საქართველოს საზღვართან ძალების მობილიზებას

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 აგვისტოს უარყო ქართული მხარის ბრალდებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში პირდაპირი სამხედრო ჩარევის მცდელობის თაობაზე.
24 აგვისტოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდოამარე გივი თარგამაძე რუსეთს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების და საქართველოს წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრეესიის“ მცდელობაში დაადანაშაულა.


თარგამაძემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის სამხედრო შენაერთების მზადების პროცესის ამსახველი კადრები წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით როკის გვირაბის სიახლოვეს, ჩრდილოეთ ოსეთში იქნა გადაღებული.


თუმცა, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა სააგენტო „ინტერფაქს“ განუცხადა, ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სწავლებებს გადიოდნენ.


მისი თქმით, საქართველოს ბრალდებები „გამოგონილი და უსაფუძვლოა.“ „ეს რუტინული სწავლებებია, რომელსაც რუსეთი თითქმის ყოველდღიურად ატარებს“ – დასძინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მსგავსი/Related

Back to top button