ახალი ამბები

რუსეთის საელჩო „დასხივების“ აქციას აპროტესტებს

რუსეთს საელჩომ თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტით მიმართა, საელჩოს წინ ერთი კვირის წინ დაწყებულ აქციასთან დაკავშირებით.


ქართველ პროგრამისტთა მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, საქართველოდან რუსი სამშვიდობო ძალების გაყვანას ითხოვს.


პროექტორების მეშვეობით, აქციის მონაწილენი, მთელი ღამის განმავლობაში საელჩოს შენობას ანათებენ სხვადასხვა შინაარსის, ძირითადად ომის საწინააღმდეგო და ანტი–რუსულ ლოზუნგებს.


25 აგვისტო „დასხივების მე–8“ დღე იქნება, როგორც ამას თავად აქციის მონაწილენი უწოდებენ.


„ისინი [აქციის მონაწილენი] მაღალ ხმაზე გადასცემენ მუსიკას და შეურაცმყოფელ გამონათქვამებს, რაც საელჩოს ნორმალურ მუშაობას უშლიან ხელს, ხოლო საელჩოს თანამშრომლების ოჯახებს – ღამით დაძინებაში“ – განუცხადა რუსეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ევგენი ივანოვმა სააგენტო „რია–ნოვოსტის“ 24 აგვისტოს.


როგორც ქართული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, თბილისში რუსეთს საკონსულომ, რამოდენიმე დღის წინ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერა.

მსგავსი/Related

Back to top button