ახალი ამბები

ევროკავშირის წარმომადგენელი: ჟვანია, კოკითის შეხვედრას ხელს არაფერი უშლის

ევროკავშირის სპერციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში ჰაიკი ტალვიტიეს განცხადებით ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭიროა პოლიტიკური დიალოგის დაწყება.


დღეს ჰაიკი ტალვიტიე ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.
 
„რეალური შანსი არსებობს მხარეებს შორის დიალოგის დაწყების. ედუარდ კოკოითის და პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შეხვედრას ფაქტიურად ხელს არაფერი უშლის, ეს უშუალოდ მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს“ – განაცხდა დღეს თბილისში დაბრუნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაეიკი ტალვიტიემ.
 
მისი თქმით, ვითარების განმუხტვისათვის უნდა შესრულდეს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და კონფლიქტის ზონაში მხოლოდ შერეული სამშვიდობო ძალები უნდა დარჩეს.
 
„ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონიდან დამატებითი ჯარები გაიყვანა კარგი დასაწისია, საჭიროა მეორე მხარეც ასე მოიქცეს და მხარეებს შორის აღდგეს ნდობა, რაც ადვილი არაა, მაგრამ არც შეუძლებელი“ – განაცხადა ჰაიკი ტალვიტიემ.
 
რაც შეეხება რუსეთის აგრესიას და როკის გვირაბთან სამხედრო ძალის მობილიზებას, რაზეც დღეს ინფორმაცია პარალამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ გაავრცელა, ჰაიკი ტალვიტიეს განცხადებით, ყველა მსგავის ქმედება, რაც მეორე მხარის გაღიზიანებას იწვევს უნდა აღიკვეთოს და მკაცრად უნდა გაკონტროლდეს კონფლიქტის ზონა.

მსგავსი/Related

Back to top button