We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სოხუმი–მოსკოვის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა შემოდგომაზე იგეგმება

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით აფხაზეთის ტერიტორიაზე გრძელდება სარკინიგზო გზის აღდგენითი სამუშაოები. მთლიანად გამოცვლილია გაგრა-ფსოუს მონაკვეთზე რელსები.
 
ასევე მიმდინარეობს სარკინიგზო ხიდების აღდგენა მდინარე ფსოუზე, ბზიფზე და ხაშფზე.
 
რკინიგზის გახსნა შემოდგომაზეა დაგეგმილი. მატარებლები ორი მიმართულებით – სოხუმი-როსტოვი და სოხუმი-მოსკოვი ივლიან.

Back to top button