ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს სამხედრო აგრესიის მცდელობაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდოამარე გივი თარგამაძე რუსეთს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების და საქართველოს წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრეესიის“ მცდელობაში ადანაშაულებს.


დღეს გივი თარგამაძემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის სამხედრო შენაერთების მზადების პროცესის ამსახველი კადრები წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით როკის გვირაბის სიახლოვეს, ჩრდილოეთ ოსეთში იქნა გადაღებული.
 
მისი თქმით, სოფელ გიზელთან (როკის გვირაბის სიახლოვეს) სამხედრო აეროდრომზე და სოფელ ოქტიაბრისკთან  სადესანტო-საჰაერო მოიერიშე რაზმებია განლაგებული.
 
თარგამაძის განცხადებით, როკის გვირაბის სიახლოვეს მობილიზებულია 40 ერთეული სამხედრო ვერტმფრენი, 40-მდე ბე-ემ-პეს ტიპის ჯავშანტექნიკა, „ჰაუბიცის“ ჭურვები, ტყვია-წამალი და ცეცხსასროლი იარაღით დატვირტული სატვირთო მანქანები.


მისი თქმით ამ ძალების მობილიზაცია მოხდა 19 აგვისტოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთში სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეების დაკავებიდან სამი საათის შემდეგ.
 
გივი თარგამაძის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის განხორციელბას ხელი შეუშალა საქართველოს პრეზიდენტის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად კონფლიქტის ზონიდან მოხდა დამატებითი შენაერთების გამოყვანა.
 
„ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა მოემზადოს რუსეთის რეგულარული ჯარის მოსაგერიებლად, და ეს როგორც ჩანს გარდაუვალია. რუსეთის სამხედრო აგრესიის მოგერიება შეუძლებელი არ არის და ამის მაგალითი ჩეჩნეთში გაგვაჩნია“ – დასძინა დეპუტატმა გივი თარგამაძემ.


„საბოლოო ჯამში თუ გარდაუვალია ასეთი შეტაკება საქართველოს არმია მზად იქნება რუსეთი არმია გაუწიოს წინააღმდეგობა და აწვნიოს მარცხი. ასე დამთავრდება ყველა კონფლიქტის ისტორია საქართველოში. ამისთვის ჩავენ მოვემზადებით სერიოზულად“ – განაცხადა გივი თარგამაძემ. 
 
მისი თქმით, ახლა მთავარია დიპლომატიური არხებით მუშაობა. რუსეთის აგრესიის შესახებ ინფორმაცია დაეგზავნება საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებს.

მსგავსი/Related

Back to top button