ახალი ამბები

თბილისი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩატარებას მოითხოვს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გოგა ხაინდრავა, რომელიც ქართულ მხარეს წარმოადგენს ოთხმხრივ შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ), მოითხოვა სასწრაფოდ ჩატარდეს კომისიის სხდომა.


საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მის მიერ 23 აგვისტოს შსკ–ის თანათავმჯდომარეებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად, რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებსაც აერთიანებს, გოგა ხაინდრავა შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსური მხარე აწარმოებს სანგრების გათხრას კონფლიქტის ზონის რამოდენიმე სოფელში.

მსგავსი/Related

Back to top button