ახალი ამბები

მსოფლიო ბანკმა საქართველოს მორიგი კრედიტი გამოუყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით დღეს საქართველოს ბიუჯეტის ანგარიშზე 24 მლნ დოლარი გადმორიცხა.


რეფორმების მხარდამჭერი კრედიტი ითვალისწინებს ქვეყნის ფისკალური სტაბილურობისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას.
 
კრედიტის მიზანია, სახელმწიფო მართვის სექტორში რეფორემბის ხელშეწყობა, სამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო ხარჯების განკარგვის გაუმჯობესება, ანტიკორუფციული ღონისძიებების მხარდაჭერა.


კრედიტის ხანგრძლივობა 40 წელია, ხოლო კრედიტის მომსახურების წლიური განაკვეთი განისაზღვრება 0,75%–ით.

მსგავსი/Related

Back to top button