ახალი ამბები

თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ხელისუფლება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
 
„საერთაშორისო მონიტორინგის გაფართოება სამხრეთ ოსეთის მთელ ტერტორიაზე, დემილიტარიზაცია და პირისპირ დიალოგი დე ფაქტო ხელისუფლებასთან – ეს არის [საქართველოს] ხელისუფლების სამოქმედო გეგმა“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავამ დღეს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კვკასიაში ჰაიკი ტალვიტიესთან შეხვედრის დროს.
 
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელს როი რივს შეხვდა, სადაც დასძინა, რომ საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართვა და კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარება. 


„ჩვენ გვინდა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგება. ამისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერაა საჭირო“ – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს, ეუთო–ს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button