ახალი ამბები

ქართული მართმადიდებელი ეკლესია „რუსეთის იმპერიულ აგრესიას“ გმობს

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია რუსეთის სახელმწიფოს და მართმადიდებელი ეკლესიის მიერ ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო გავრცელებულ განცხადებებს აპროტესტებს და მსოფლიოს რელიგიურ ლიდერებს, საერთაშორისო თანამეგობრობას განცხადებით მიმართავს, რათა დაუჭირონ მხარი საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას და დაგმონ „რუსეთის იმპერიული აგრესია.“

„რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის მართმადიდებელი ეკლესია ცდილობს ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტი ქართველი და ოსი ხალხების დაპირისპირებად წარმოაჩინონ, სინამდვილეში კი ადგილი აქვს რუსეთის იმპერიულ აგრესიას სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ, რაშიც აქტიურ მონაწილეობას რუსული მართმადიდებელი ეკლესიაც იღებს“ – ნათვამია საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების გამო 16 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებას წერილობით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიატქმა ალექსი მეორემ, რომელმაც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button