ახალი ამბები

კონფლიქტის ზონაში დეპუტატები გაემგზავრნენ

დღეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პარლამენტარები ვასილ მაღლაფერიძე, ზურაბ ცქიტიშვილი და რომან კუსიანი გაემგზავრნენ. ისინი კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ოს და ქართველ მოსახლეობას შეხვდებიან.
 
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, კონფლიქტის ზონაში ჩასვლის მთავარი მიზანი  არსებული ვითარების გაცნობაა. ორი დღის შემდეგ კონფლიქტის ზონაში პარლამენტარებისგან შემდგარი სხვა ჯგუფი გაემგზავრება. 
 
ცხინვალის რეგიონში  პარლამენტარების მორიგეობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება წინა კვირას მიიღეს.

მსგავსი/Related

Back to top button