ახალი ამბები

საქართველომ მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო

21 აგვისტოს გიორგი ასანიძემ ძალოსნობაში, 85 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს ოლიმპიური მედალი მოიგო.


ეს საქართველოს უკვე მეორე ოქროს მედალია ათენის ოლიმპიურ თანაშებზე. 18 აგვისტოს ძიუდოისტი ზურაბ ძვიადაური პირველი ქართველი გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოქროს ოლიმპიური მედალი მოიპოვა.


სულ კი ათენის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე სამი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტმა ნესტორ ხერგიანმა 60 კგ წონით კატებორიაში ვერცხლის მედალი აიღო.


გიორგი ასანიძის გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მან სულ ახლახანს დაძლია სერიოზული ტრამვა.


საქართველოს ხელისუფლებას ოლიმპიელი ოქროსმედალოსნებისთვის დაწესებული აქვს ფულადი ჯილდო 25,000 ლარის ოდენობით. ამას გარდა ფულადი ჯილდო 400,000 ლარის ოდენობით ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმაც დააწესა.

Back to top button