ახალი ამბები

ჰუმანიტარული დახმარება თამარაშენში ცხინვალის გავლით ჩავიდა

დღეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ  ცხინვალის გავლით სოფელ თამარასენსა და სხვა ქართულ სოფლებში ფქვილი ჩაიტანა.   
 
ადრე მიღწეული შეთანხმების მიხედვით ხალხისა და ჰუმანიტარული ტვირთის მოძრაობას კონფლიქტის ზონაშ არც ერთმა მხარემ არ  უნდა შეუშალოს ხელი.


სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით შერვაშიძის თქმით, რომელიც პირადად ახლდა ფქვილით დატვირთულ ავტოკოლონას, ბოლო პერიოდში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბული ვითარების გამო ვერ ხერხდებოდა მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა.


„დღეიდან მსგავსი ღონისძიებები სისტემატურად გაგრძელდება“ – დასძინა დავით შერვაშიძემ.

Back to top button