ახალი ამბები

გაერო დევნილთა დაბრუნებაზე აქტიურ მუშაობას აფხაზეთში არჩევნების შემდეგ დაიწყებს

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია აფხაზეთში დევნილების დაბრუნების საკითხზე მუშაობის გააქტიურებას 3 ოქტომბერს, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ დაიწყებს.


ამის შესახებ სოხუმში მყოფმა, საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, როზა ოტუნბაევამ აფხაზურ საიფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესს“ გაუნუცხადა.
 
სოხუმში ვიზიტის დროს იგი დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტს ვალერი არშბას შეხვდა.

Back to top button