
ახალი ამბები
კოკოითმა რუს დიპლომატთან ჟვანიასთან შეხვედრის საკითხი განიხილა
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 20 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს ლევ მირონოვს შეხვდა, რომლის დროსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან შესაძლო შეხვედრის საკითხი განიხილეს.
დე ფაქტო პრეზიდენტი იმედოვენბს, რომ შესაძლებელი გახდება კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარება. „ეს ერთადერთი გზაა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების“ – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.