
პუტინი თბილისსა და ცხინვალს შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით 20 აგვისტოს მორიგი კომენტარი გააკეთა და მხარეებს მიღწეული შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.
„თუ ისევ გაგრძელდა შეთანხმებების დარღვევა, შედეგი არაფერი იქნება. ვიმედოვნებ, რომ მხარეები გამოიჩენენ პოლიტიკურ ნებას და პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე“ – განადცადა პუტინმა.
პუტინმა, 18 აგვისტოს გაკეთებული განცხადების მსგავსად, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტი 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის გაუქმების შედეგია.
18 აგვისტოს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე იგი „უადგილოდ“ მიიჩნევს შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსვლას, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი.