
მოსკოვი თბილისს კონფლიქტის გამწვავებაში ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 აგვისტოს გავრეცელებულ განცხადებაში ქართულ მხარეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების „გარკვეული წარმომადგენელები“ აღვივებენ კოფლიქტს.
„თბილისმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი ქმედება დაუშვებელია. დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული მკაცრი ზომები, მათ წინააღმდეგ ვინც შეგენბულად არღვევს შერეული საკონტროლო კომისიის შეთანხმებებს. საშიში, ავანტურისტული მოძრაობის შეჩერებისთვის დრო უფრო და უფრო მცირე რჩება“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო სამქეთა სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 19 აგვისტოს გამთენიისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ძალებმა შეძლეს კონფლიქტის ზონაში მნიშვენლოვანი პოზიციების დაკავება. იერიშის შედეგად დაიღუპა რვა კაზაკი, რომელიც ოსი სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ.
თუმცა, 20 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ლევ მირონოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას გაიყვანოს დამატებითი ძალები კონფლიქტის ზონიდან.