ახალი ამბები

ჟირინოვსკიმ საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ და რამოდენიმე ათეულმა ათობით მისმა მხარდამჭერმა 30 აგვისტოს მოსკოვში საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს.


სამხრეთ ოსეთისა დ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე ანტიქართული ლოზუნგები ისმოდა.


“სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უკვე 12 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან“, განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მალე სცნობს მათ დამოუკიდებლობას.


27 აგვისტოს რუსეთის სახალხო პატრიოტული ძალების წარმომადგენლებმა მოსკოვში საქართველოს საელჩოს წინ გამართეს საპროტესტო აქცია, რომლის დროსაც მათ პრეზიდენტ სააკაშვილის ჰიტლერის იმიჯით გაფორმებული პორტრეტები გამოფინეს. 


 

მსგავსი/Related

Back to top button