ახალი ამბები

სროლები ცხინვალის სიახლოვეს

ოსური და ქართული მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ ცხინვალის ჩრდილოეთი დღეს შუადრით მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით.


ქართული მხარის მტკიცებით ოსურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ცხინვალიდან ცეცხლი გაუხსნეს სეპარატისტების დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფელ თამარაშენს. დაშავებულების შესახებ არ იტყობინებიან.


თუმცა, ოსური მხარე საპირისპიროს აცხადებს და ამტკიცებს, რომ ცეცხლი თამარაშენიდან ცხინვალის ჩრდილოეთ გარეუბნებს ქართველმა სამხედროებმა გაუხსნეს, რის შედეგადაც ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაიჭრა.


ოსი სეპარატისტების განცხადებით ამჟამად სროლები შეჩერებულია.

Back to top button