
ახალი ამბები
თბილისმა და ცხინვალმა დაკავებულები გაცვალეს
18 აგვისტოს ოსურმა მხარემ ის სამი ქართველი ჯარისკაცი გაანთავისუფლა, რომლებიც 8 ივლისს სოფელ ვანათში დააკავეს.
ქართველი ჯარისკაცების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ 19 ივლისს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში უკანონო იარაღის გადატანის ბრალდებით დაკვებული ოსი ეროვნების პირი გაგლოევი გაანთავისუფლა.
ქართველი მძევლების განთავისუფლებაზე ოსური მხარე 18 აგვისტოს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებისა დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.