
პუტინი საქართველოში ვიზიტზე უარს ამბობს
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი მისი ვიზიტი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების ფონზე „უადგილო იქნებოდა.“
„ჩვენ ამ საკითხს [საქართველოში ვიზიტი] ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად განვიხილავდით, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ გავითვალისწინებთ იმ სიტუაციაც რაც ამჟამად სამხრეთ ოსეთშია შექმნილი, ჩემი ვიზიტი უადგილო იქნებოდა,“ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, იუწყებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
მან ასევე გააკრიტიკა ოფიციალური თბილისი იმის გამო, რომ ქართული მხარე ცდილობს წარმოაჩინოს სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება როგორც ორ სახელმწიფოს – რუსეთსა და საქართველოს – შორის კონფლიქტი.
„მე მინდა ხალხს შევახსენო, რომ ეს კონფლიქტი დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც დამოუკიდებმა საქართველომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსი. სწორედ ეს სულელური გადაწყვეტილება გახდა ეთნოკონფლიქტის დაწყების მიზეზი“ – დასძინა ვლადიმერ პუტინმა.