We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ეუთო–ს სამხრეთ ოსეთის თაობაზე მიმართავს

საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 17 აგვისტოს ვენაში გაემგზავრა, სადაც 18 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებით მიმართავს ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომას.
 
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოს გააცნობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.
 
სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, სექტემბერში თბილიში იგეგმება ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოს წევრების ჩამოსვლა და გაფართოებული სხდომის გამართვა ქართულ-ოური კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით.

Back to top button