
პაუელმა და ლავროვმა საქართველოზე იმსჯელეს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ცხინვალის რეგიონში შექმინილი სიტუაციის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს 17 აგვისტოს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადამ ერლიმ განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც რუსეთი ყველაფერს აკეთებენ კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური დიალოგის გზით მოგვარებისთვის.
„ვაშინგტონს ამ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიური კავშირები აქვს, როგორც რუსეთთან, ისე თბილისთან“ – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ ისაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 17 აგვისტოს რუსული ტელეკომპანია NTV-ს ეთერში.
მისი თქმით, კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარება „წარმოუდგენლად ცუს შედეგებამდე მიგვიყვანს.“