ახალი ამბები

ოქრუაშვილი: ქართულმა ძალებმა ჯავის მიმართულებით იერიში მიიტანეს

შინაგან საქმეთა მინსიტრის ინფორმაციით დღეს დილით 6 საათისთვის ქართულმა სამხედრო ნაწილებმა იერიში მიიტანეს ჯავის მიმართულებით განლაგებულ რამდენიმე ოსურ საგუშაგოზე.
 
„იერიშის შედეგად დავიკავეთ მნიშვნელოვანი პუნქტები, საიდანაც ხდებოდა ბოლო პერიოდში სროლები ქართული სოფლების მიმართულებით. აღმოჩენილია კაზაკთა ნივთები და ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით სატელეფონო საუბრისას.
 
მისი ინფორმაციით იერიშის შედეგად  გარდაცვლილია რვა კაზაკი. მინისტრს ზუსტი ინფორმაცია არ ააქვს გარდაცვლილი არაინ თუ არა ოსები.


მინისტრის თქმით მას ასევე არ გააჩნია ინფორმაცია თუ რამდენი ქართველი ჯარისკაცია დაიღუპა ღამით ოსური მხარის მიერ განხორციელებული სროელბის შედეგად.  არაოფიციალური ინფორმაციით გარდაცვლილია შვიდი ქართველი ჯარისკაცი.

მსგავსი/Related

Back to top button