ახალი ამბები

შერეული საკონტროლო კომისია თბილისში ჟვანიას შეხვდება

17 აგვისტოს დაგეგმილია ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა თბილისში, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია მიიღებს მონაწილეობას.


როგორც მოსალოდნელია შეხვედრაზე განიხილავენ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის პირისპირ შესაძლო შეხვედრის საკითხს.


16 აგვისტოს ზურაბ ჟვანიამ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომებს „დროის კარგვა“ უწოდა და კიდევ ერთხელ მოითხოვა პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება სეპარატისტების ლიდერთან.

Back to top button