ახალი ამბები

კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ქართული მხარის ცნობით, ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 16 აგვისტოს გვიან ღამით ცეცხლი გახსნენ სოფელ ერედვის მიმართულებით.


სროლები ერედვთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაშავებულების შესახებ არ იუწყებიან.


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეექვსე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც კონფლიქტის ზონაში შეტაკებებისას დაიღუპა.

Back to top button