
ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომამ მუშაობა დაიწყო
ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის გაფართოებული სხდომა დაიწყო, რომელსაც ქართული მხრიდან სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საკითხთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი, ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი თემურ კუსიევი და რუსული მხარის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვი ესწრებიან.
გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და სახმრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრის საკითხი. ასევე ქართული მხარე მოითხოვს ერთი თვის წინ მძევლად აყვანილი სამი ქართველი ჯარისკაცის განთავისუფლებას.
მოგვიანებით სხდომას საქართველოს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების ძალოვანი მინისტრებიც შეუერთდებიან.