
ახალი ამბები
სააკაშვილი რიჩარდ მაილსს და სტივენ მინიკესს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 13 აგვისტოს აშშ-ს ელჩს ეუთო-ში სტივენ მინიკესს და საქართველოში აშშ-ს ელჩს რიჩარდ მაილსს შეხვდა. ელჩებს პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები გააცნო.
„კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ და ოსურ, ასევე რუსულ მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ“, – განაცხადეს სივენ მინიკესმა და რიჩარდ მაილსმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
სტივენ მინიკესისი თქმით, იგი ვენაში დაბრუნებისთანავე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეუთოს მისიის მანდატის გაფართოების საკითხს დააყენებს. „თუმცა ამაზე ეუთოს 54 ქვეყნის ელჩის მხარდაჭერაა საჭირო“, – დასძინა მინიკესმა.
ეუთომ აგვისტოს დასაწყისში უკვე გაზარდა თავის დამკვირვებელთა რაოდენობა კონფლიქტის ზონაში 4-დან 6 კაცამდე.