ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძეს ცხინვალის რეგიონში არ უშვებენ

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ტყვიავის საგუშაგოზე იმყოფება და ვერ ახერხებს ცხინვალის რეგიონში შესვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას.


„ცხინვალის რეგიონში ჩემი შესვლა არ სურს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას,  ჩემი იქ ჩასვლის ერთადერთი მიზანი მოსახლეობასთან შეხვედრა და კონფლიქტის ზონიდან ბავშვების უსაფრთხო გამოყვანაა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


„საქმე გვაქვს ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ინტენსიური სროლების გამო ვერ ხერხდება ბავშვების გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძეს საუბარი  საქართველოში რუსეთის ელჩთან ვლადიმერ ჩხიკვიშვილთანაც ჰქონდა.


 

Back to top button