
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა სამინისტრო კონფლიქტის ზონაში ჟვანიაზე თავდასხმას აპროტესტებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებას გამოთქვამს 13 აგვისტოს ქართულ -ოსური კონფლიქტის ზონაში პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ესკორტზე ცეცხლის გახსნის ფაქტთან დაკავშირებით.
„ეს მოხდა მაშინ, როდესაც საქართველის ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივითა და პირდაპირი დიალოგის დაჟინებული მოთხოვნით გამოდის. ყოველივე ეს მიზნად ისახავას სამშვიდობო პროცესის ჩაშლას “ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ადექვატური შეფასება მისცენ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და მხარი დაუჭირონ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ მშვიდობიან გზას.