ახალი ამბები

აშშ მოუწოდებს საქართველოს თავიდან აიცილოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გამწვავება

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს სწრაფად იმოქმედოს, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი გამწვავება ცხინვალის რეგიონში.


„ჩვენ ხშირი კონტაქტები გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლებას, ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ხელისუფლებასთან მუშაობა, რათა დაუყონებლივ შეწყდეს საომარი მოქმედებები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 12 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მიესალმება იმ ფაქტს, რომ რუსეთმა შერეული საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ამგვარ მოწოდებას“, – დასძინა ერელიმ.



 

Back to top button