
ახალი ამბები
ქართული სოფლებიდან მოსახლეობამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო
ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში მდებარე ექვსი სოფლიდან მოსახლეობამ გამოსვლა დაიწყო. ძირითადად სოფლებს ქალები და ბავშვები ტოვებენ, თუმცა მოსახლეობის განცხადებით მას შემდეგ, რაც ბავშვებს უსაფრთო ადგილას განათავსებენ, ქალები ისევ უკან დაბრუნდებიან.
დღეს მათ ტყვიავის საგუშაგოზე პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია შეხვდა, რომელმაც დახმარება აღუთქვა ბავშვების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის თაობაზე. ამისათვის პრემიერ-მინისტრის თქმით, შეიქმნება სპეციალური შტაბი.
ბავშვების გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც რეგიონში ინტენსიური სროლები დაიწყო, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.