ახალი ამბები

ზურაბ ჟვანია და გოგა ხაინდრავა ცხინვალის რეგიონში გაემგზავრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა დღეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გაემგზავრნენ.


ვიზიტის დროს ზურაბ ჟვანია და გოგა ხაინდრავა პირადად გაეცნობიან კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას.


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჟვანიამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის დაწყება მოითხოვა.


მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზციებს აქტიურად ჩაერთონ კონფლიქტის მოგვარებაში და უზრუნველყონ მაღალი რანგის შეხვედრა ქართული, რუსული და სამხრეთ ოსური მხარეების მონაწილეობით.


 


 

Back to top button