
საქართველოს ხელისუფლება ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრას მოითხოვს
საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ მოითხოვს პირდაპირი დიალოგის დაწყებას როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან, ასევე რუსეთთან.
“ვითხოვთ სეპარატისტულ ხელისუფლებასთან და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს, რუსეთთან რადგანაც კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებში ეს ქვეყანაცაა ჩართული. ისევ მოვითხოვთ რეგიონის სრულ დემილიტარიზაციას. უნდა მოხდეს შეიარაღებული ძალების უკლებლივ გაყვანა, სამშვიდობოების გარდა“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ზურაბ ჟვანიას თქმით, ასევე საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, ეუთოს დამკვირვებელთა კონტიგენტის გაზრდა კონფლიქტის ზონაში.
“საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ გამოიყენონ ყველა ბერკეტი და გავლენა, რათა უზრუნველყონ მაღალი რანგის შეხვედრა უახლოესი დღეების, ან თუნდაც საათების განმავლობაში“ – აცხადებს ჟვანია.
მისი ინფოქმაციით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი ტელეფონით ამერიკის შეერთებული შტატაბის მთავრობას დაუკავშირდება და კონფლიქტის ზონაში ასრებულ ვითარებას და ქართული მხარის პოზიციას გააცნობს.
პრემიერ-მინისტრი ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში ოს სეპარატისებს და მათ მხარდამჭერ რუსებს ადანაშაულებს. „მათ სურთ მორიგი პროვოკაციებით ქართული სოფლების გაწმენდა ქართული მოსახლეობისაგან, რასაც ქართული მხარე არ დაუშვებს“, – აცხადებს ზურაბ ჟვანია.