
ახალი ამბები
აფხაზურმა ცსკ-მ ორი საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გაატარა
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ (ცსკ) 11 აგვისტოს რეგისტრაციაში გაატარა ორი საინიციატოვო ჯგუფი. ერთი საინიციატოვო ჯგუფი 3 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრ რაულ ხაჯიმბას, ხოლო მეორე ვიცე-პრეზიდენტ ვალერი არშბას კანდიდატურებს წამოაყენებს.
ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესს“ ცსკ-დან აცნობეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცსკ-მ რეგისტრაციაში უკვე გაატარა ორი კანდიდატი – ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი სერგეი ბაგაფში, რომელსაც მხარს ოპოზიციური მოძრაობა „ერთიანი აფხაზეთი“ უჭერს და ოპოზიციური მოძრაობა „აიტაირას“ წარმომადგენელი ალექსანდრე ანქვაბი.