ახალი ამბები

რუსეთი ქართულ და ოსურ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის გამო რუსეთის მაღალჩინოსნები თბილისში ჩამოსვლას აპირებენ. რუსეთი მხარეებს ვითარების განმუხტვის მიზნით ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის გამართვისა და მოლაპარაკებების დაწყებისაკენ მოუწოდებს.


ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა განაცხადა. 


„ვითარების ასეთი განვითარება სერიოზულად ძაბავს მდგომარეობას. რუსეთი მხარეებისგან მოითხოვს დაუყოვნებლოვ შეწყდეს სროლები. საჭიროა სიტყვიერი შეთანხმებიდან უკვე საქმეზე გადასვლა“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა.


მისი თქმით, მხარეებმა უნდა შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები, მათ შორის მოსკოვში 10-11 აგვისტოს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებაც, რომელიც კონფლიქტის ზონიდან დამატებითი ძალების გაყვანას ითვალისწინებს.


ლოშჩინინის თქმით, ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მხარეებს კატასტროფამდე მიიყვანს. 



 

Back to top button