ახალი ამბები

ვლადიმერ ჟირინოვსკი სოხუმში ჩასვლით ქართული მხარის პროვოცირებას ცდილობს

უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას ინფორმაციით, რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერი, ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირინოვსკი თანმხლებ პირებთან ერთად კატარღით გაგრაში ჩავიდა.


გიგი უგულავას თქმით, ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიული წყლების დარღვევის გამო რამდენჯერმე მისცეს გაფრთხილება, მაგრამ დეპუტატის კატარღამ, რუსეთის სამხედრო დაცვის თანხლებით სვლა განაგრძო.


„ჩვენ [ქართული მხარე] პროვოკაციას არ წამოვეგებით და სიტუაციას არ დავძაბავთ“, – განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გიგი უგულავამ.



ვლადიმერ ჟირინოვსკიმ სოხუმში ჩასვლა, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ  საქართველოს ტერიტორიული წყლების უკანონოდ დარღვევის შემთხვევაში ქართული მხარე ცეცხლს გაუხსნიდა ყველა გემს, მათ შორის ტურისტულსაც.


გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტრო შესაბამის საპროტესო ნოტას გაუგზავნის რუსეთს ამ ფაქტთან დაკავშირებით.

Back to top button