ახალი ამბები

საქართველოს 14 ახალი ელჩი ეყოლება

საქართველოს პარლამენტმა 10 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე 14 ახალი ელჩი დაამტკიცა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენლად პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიორგი არველაძე დაამტკიცა.  


საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებში შემდეგი ახალი ელჩები ეყოლება:


რუსეთის ფედერაცია – ვალერი  ჩეჩელაშვილი


პოლონეთის რესპუბლიკა  – ზაზა კანდელაკი


ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის რესპუბლიკები – დავით აფციაური


რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკები  – ზურაბ ბერიძე


სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკები – ზაურ გამსახურდია


ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკები – კონსტანტინე ჟღენტი


უზბეკეთი და ტაჯიკეთი – დავით ზალკალიანი


ირანის ისლამური რესპუბლიკა – ლევან ასათიანი


საფრანგეთი – ნათია ჯაფარიძე


თურქეთის რესპუბლიკა – გრიგოლ მგალობლიშვილი


იორდანიის სამეფო, ლიბანის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, ქუვეითი და გაერთიანებული არაბთა ემირატები  – ეკატერინე მიქაძე


ბულგარეთი – თეიმურაზ შარაშენიძე 


ისრაელი – ლაშა ჟვანია

Back to top button