ახალი ამბები

ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა ექსპერტების მეთვალყურეობით განახლდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმმა“ (BP) ბორჯომის რაიონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა განაახლა. მშენებლობას მონიტორინგს ქართველი და უცხოელი ექსპერტები უწევენ, რათა დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.


„ბორჯომის რაიონში სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება“ – განუცხადეს „სივილ ჯორჯიას“ კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმში“.


კომპანია BP-მ მუშაობა ბორჯომის რაიონში 17 კილომეტრიან მონაკვეთზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოთხოვნით 22 ივლისს ორი კვირით შეაჩერა. სამინისტრომ აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც მეწყერსაშიშ ზონად ითვლება, კომპანიისგან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა მოითხოვა.


კომპანია BP 14 აგვისტოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნავთობსადენის  უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებს წარუდგენს. 


 

Back to top button