ახალი ამბები

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პროფიციტულ ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები 2004 წლის პროფიციტული ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. სხდომას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებიან.


პარლამენტს 30%-ით გაზრდილი ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ზურაბ ჟვანიამ გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „30%-ით გაზრდილი ბიუჯეტი პირველი პრეცედენტია ბოლო წლების განმავლობაში და ეს ჩვენი ერთობლივი წარმატებაა“, განაცხადა დღეს ზურაბ ჟვანიამ.


2004 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 1 655 მილიონამდე, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 1 926 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი.


დღესვე პარლამენტი 14 ქვეყანაში საქართველოს ელჩებს დაამტკიცებს. ასევე დაგეგმილია აფხაზეთის დეპუტაციისთვის უფლებამოსილების შეწვეტის საკითხის განხილვაც.  

Back to top button