ახალი ამბები

ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის მუშაობას აპროტესტებს

ცხინვალის რეგიონში რუსულმა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მეგაფონმა“ ფუნქციონირება დაიწყო. ამის შესახებ 9 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენთის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით  უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკა ტაბატაძემ განაცხადა.


„საქმიანობა დაწყებულია ლიცენზიის მიღების გარეშე.  პროცედურა ისეთია, რომ ნებისმიერმა კომპანიამ უნდა მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას და ნებართვის შემდეგ დაიწყოს საქმიანობა, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ნიკა ტაბატაძემ.


ამასვე ადასტურებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც. „კავშირგაბმულობის ყველა კომპანიის ფუნქციონირება მხოლოდ ჩვენს მიერ გაცემული ნებართვით უნდა მოხდეს, ამ შემთხვევაში კი „მეგაფონს“ ჩვენთვის არ მოუმართვს ლიცენზიის ასაღებად“, – განუცხადა  „სივილ ჯორჯიას კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა გიორგი რატიშვილმა.

Back to top button