ახალი ამბები

სააკაშვილმა უცხოელ ჟურნალიტებს კონფლიქტების მოგვარებისადმი ხელისუფლების მიდგომა გააცნო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9 აგვისტოს სპეციალურად უცხოელი ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესებში შედის არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება და რუსეთთან დიალოგის წარმართვა.


„გვინდა რუსეთთან მოლაპარაკების ყველა მექანიზმის გამოყენება, არანაირი სურვილი არ გვაქვს რუსეთთან დავძაბოთ ურთიერთობა“, – განაცხადა 9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ესაჭიროება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, როგორიცაა ეუთო და გაერო. „ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – დასძინა პრეზიდენტმა.


უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა  საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე, რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცისა და საზღვაო აკვატორიის დარღვევის ფაქტები წარმოადგინა.


მისი ინფორმაციით, სამჯერ მოხდა საჰაერო სივრცის დარღვევა რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ, ორჯერ კი საზღვაო აკვატორიის დარღვევას ჰქონდა ადგილი.


პრეზიდენტის თქმით,საქართველოს აქვს ყველა საშუალება დაიცვას თავი, როგორც საჰაერო ისე სხვა ტიპის  შემოჭრისგან, მაგრამ ხელისუფლება თავს იკავებს ძალის გამოყენებისგან.


„ეს არ არის საქართველო, რომელსაც 2 წლის წინ ბობმავდნენ, დღეს საქართველოს აქვს ტექნიკური საშუალებები თავი დაიცვას, მაგრამ საქართველო ცდილობს პოლიტიკური საშუალებებით დაიცვას თავი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

Back to top button