ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო უკრაინიდან და ბულგარეთიდან იარაღის შეძენის ფაქტს უარყოფს

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქართული მხარის მიერ ბულგარეთში და უკრაინაში იარაღის დიდი პარტიის შეძენის თაობაზე.


„საქართველოს აქვს პარტნიორული ურთიერთობა ორივე ქვეყანასთან, თუმცა ამ ეტაპზე იარაღის შეძენას ადგილი არ ჰქონია“, აცნობეს „სივილ ჯორჯიას“ თავდაცვის სამინისტროდან.


გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ფოთის პორტში შემოვიდა გემი „ჰაუბიცას“ ტიპის იარაღით, ასევე ჭურვებით და სხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკით. შესყიდული იარაღის ფასი დაახლოებით 5 მლნ დოლარს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, მომავალში იარაღის შესაძენად 6 მლნ დოლარის დახარჯვა იგეგმება.


გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უკრაინას 20 მლნ დოლარი გადაუხადა ჯავშანტექნიკის რამოდენიმე ერთეულის გასარემონტებლად და ტანკების შესაძენად.

მსგავსი/Related

Back to top button