
ჟირინოვსკი ქართულ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმავალ რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერის, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს ვლადიმერ ჟირინოვსკის და მის პარტიის წევრებს ანაპიდან სოჭის მიმართულებით ქართულმა სპეცსამსახურმა ზღვიდან ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ ჟირინოვსკის პრესსამსახური ავრცელებს.
ვლადიმერ ჟირინოვსკიმ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკაში დასასვენებლად ჩასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა 3 აგვისტოს გააკეთა განცხადება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შემოსული გემებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ, სადაც ნახსენები იყო ასევე რუსეთიდან შემოსული ტურისტული გემებიც.
ვლადიმერ ჟირინოვსკის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც რუსული, არც აფხაზური მხარის წარმომადგენლები.