ახალი ამბები

მოსკოვში საქართველოს დელეგაცია რუსეთის პოზიციის გარკვევას შეეცდება

თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ დღეს მოსკოვში ჩასვლისას განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაცია შეეცდება გაარკვიოს  რუსეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში და ხელი შეუწყოს ქართულ-რუსული ურთიერთობის დარეგულირებას.


„ამ ვიზიტის დროს გავარკვევთ თუ რა უნდა რუსეთს და რას ელის საქართველოსგან. ვფიქრობ რუსეთს არ უღირს, არც ცხინვალის და არც აფხაზეთის ფასად, საქართველო გაიხადოს მუდმივ მოწინააღმდეგედ“, – განუცხადა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს.


გიორგი ბარამიძე სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავასთან ერთად მოსკოვში დღეს დილით გაემგზავრა. მოსკოვში იგეგემება მათი შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან სერგეი ივანოვთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. საუბარი ძირითადად საქართელოში სამხრეთ ოსურ და აფხაზურ კონფლიქტებს შეეხება.


საქართველოს დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 11 აგვისტოს დაბრუნდება.

Back to top button